უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას გათავისუფლება იქნება ის მთავარი თემა, რასაც ხვალ ქართული დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის ფარგლებში მოითხოვს.
საერთაშორისო დისკუსიის ფორმატში განსახილველ საკითხებს შორისაა 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ექვს პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, უკანონო ბორდერიზაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარებაც. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, ქართული მხარე დღეს მთელი დღის განმავლობაში ტექნიკურ შეხვედრებს მართავდა.
როგორია ქართული დელეგაციის მოლოდინი 53-ე რაუნდის წინ, – სალომე ქოქიაშვილი ჟენევიდან.