რუსი დიპლომატის მუქარის შემცველი გზავნილი საქართველოს მისამართით.
ხვალ ჟენევაში მოლაპარაკების მორიგი რაუნდი უნდა გაიმართოს. ეს იქნება პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ რუსეთს დავა მოუგო. სწორედ 21 იანვრის გადაწყვეტილება იქნება ქართული დელეგაციის მიერ დაყენებულ საკითხებს შორის ერთ-ერთი ხვალინდელ შეხვედრაზე. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საკითხს დღის წესრიგის ნაწილად საერთოდ არ განიხილავს. „მოამბის“ მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც 2024 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას ეხებოდა, რუსმა დიპლომატმა ოფიციალურ თბილისს პოზიციის შეცვლისკენ მოუწოდა.