საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხია მთავარი თემა დღეს ჟენევაში. სწორედ ცნობილი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყება ჟენევის მოლაპარაკებების დღევანდელი რაუნდი.
შეხვედრის დღის წესრიგი შეთანხმებულია. საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებიც განმარტავენ, რომ დიალოგი რთული და დაძაბული იქნება. თუმცა, პროგნოზები ოპტიმისტურია.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.