ჟენევაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მოლაპარაკებისთვის ემზადებიან.
ეს იქნება პირველი შეხვედრა ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების და მოსკოვის მხრიდან გახშირებული, მუქარის შემცველი განცხადებების შემდეგ. სწორედ ჟენევის ფორმატში შეეცდება ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალების გარემოებების დადგენას ქართული დელეგაცია, რომელიც კვარცახელიას საქმეზე მთელ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. თბილისიდან ჩასული დელეგაცია საოკუპაციო ზოლში უკანონო დაკავებების შეწყვეტას მოითხოვს და ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების საკითხს დააყენებს.
ხვალინდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის იმ უკანონო გადაწყვეტილებასაც, რომლის გამო ე.წ. საზღვარი ორი თვის განმავლობაში ჩაკეტილი იყო.
სალომე ქოქიაშვილი ჟენევიდან.