ჟენევის მოლაპარაკებები

მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი ჟენევაში.

მხარეები დღეს საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ. უშუალოდ დისკუსია კი ხვალ დაიწყება. საქართველოს დელეგაცია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე აპირებს ყურადღების გამახვილებას, მათ შორის საუბარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამუშავების საკითხს. ჰუმანიტარულ ჯგუფში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის უკანონო დაკავებებსა და ირაკლი კვარაცხელიას, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის საქმეებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ჯენევვის დისკუსიების რიგით 47-ე რაუნდი საკმაოდ რთული იქნება, რადგან შეხვედრას წინ უძღოდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების დესტრუქციული მოქმედებები.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.