ჟენევის მოლაპარაკებები

ხვალ ოფიციალური თბილისი საოკუპაციო რეჟიმისგან არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემას კიდევ ერთხელ მოითხოვს.

ცხინვალში წამებით მოკლული 34 წლის მოქალაქის საქმე ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება. ქართული დელეგაცია შვეიცარიაში სამედიცინო ექსპერტიზის იმ მძიმე დასკვნითაა ჩასული, რომელიც ტატუნაშვილის წამებას ადასტურებს. ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან ძალის არგამოყენების შეთანხმებასაც, რომლის ხელმოწერაზე მოსკოვი წლებია უარს ამბობს.

 

„მოამბე“ ჟენევიდან – ქეთევან ქარდავა განაგრძობს საუბარს.