ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი.
ქართული დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით ჟენევაშია. დღევანდელი დღე ტრადიციულად, თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხვედრებს დაეთმობა, ხვალ კი მოლაპარაკებათა 59-ე რაუნდი ოფიციალურად დაიწყება.
რა მთავარი საკითხების დაყენებას გეგმავს დღის წესრიგში ოფიციალური თბილისი და როგორ ფონზე იმართება დისკუსიების მოსამზადებელი ტექნიკური შეხვედრები, – სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის.