ჟენევის მოლაპარაკებები

უკვე 3 საათზე მეტია, ჟენევაში მოლაპარაკებების 47-ე რაუნდის ფარგლებში მწვავე და პრობლემატურ საკითხებზე მიმდინარეობს დისკუსია.

თემების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა. განსაკუთრებული სიმწვავით ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვებისა  და რუსულ სამხედრო ბაზებზე ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო გარემოებაში  გარდაცვალების საკითხს დააყენებს. დელეგაციის წარმომადგენლები შეხვედრის დაწყებამდე ამბობდნენ, რომ ეს რაუნდი იქნება კონსტრუქციული, თუმცა რთული, იმ მოვლენების გათვალიწინებით, რომელიც შეხვდრას წინ უძღვოდა.

საინტერესოა ისიც, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეხვედრაზე გრიგორი კარასინთან ერთად,  პირდაპირ მოსკოვიდან, სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჩავიდა.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.