დისკუსია უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობისა და რასიზმის შესახებ

„უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა და რასიზმი საქართველოში“ – ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა საქართველოში უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობისა და რასიზმის შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია გამართა. მსჯელობა გაიმართა საქართველოში მიგრანტების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ხელისუფლების მიგრაციის პოლიტიკის შესახებ, ასევე რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემებზე საქართველოში.