სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების“ წარმომადგენლებმა „იუესეიდის“ მისიის ხელმძღვანელთან.
პიტერ ვილბერის განცხადებით, მისიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა რეკომენდაციები და წუხილი აქვთ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორში.
ორგანიზაციების წევრების შეფასებით, რეფორმების და მოსამართლეთა დანიშვნის კონკრეტული კრიტერიუმების გარდა, აუცილებელია, რომ სისტემა არსებული კლანის მმართველობისგან გათავისუფლდეს.