დისკუსია მედიაციის თემაზე

საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, დისკუსია სახელწოდებით „მედიაცია – დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმი ბიზნესსექტორში“, გაიმართა. შეხვედრის მიზანი, მედიაციის არსის წარმოჩენა და ამ სფეროში არსებული სიახლეების გაცნობაა. კანონი მედიაციის შესახებ 2020 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა, რომლის საშუალებითაც, კერძო სექტორში არსებული დავების მედიაციის გზით მოგვარებაა შესაძლებელი.  დისკუსიის მონაწილეები განმარტავენ, რომ მედიაციის მექანიზმი ბიზნესს საშუალებას აძლევს დავები ნაკლები დროისა და ნაკლები ფინანსური დანახარჯებით გადაწყვიტოს.

დატოვე კომენტარი