პრემიერ-მინისტრის ინიციატივა – შეფასებები
პოლიტიკური დებატების ჩატარება ასევე პოლიტიკური განხილვის თემაა. „ქართულ ოცნება“ კონსულტაციებისა და დისკუსიისთვის მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დებატების პირველი ფორმატი დაახლოებით ორ კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს და გაიმართოს. რაც შეეხება ოპოზიციას, ნაწილი დებატებისთვის მზადაა ნაწილი კი – ამ პროცესში ჩასართველად ულტიმატუმებს აყენებს მათ შორისაა აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება.