დისკუსია გორის უნივერსიტეტში

გენდერული თანასწორობის საკითხებზე გორის უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მასწავლებლებმა, გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის, ევროკავშირის დელეგაციისა და პროექტის წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე იმსჯელეს სახელმწიფოს ვალდებულებებზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და ასევე კანონმდებლობასა და პოლიტიკაში დისკრიმინაციის თავიდან არიდების სახელმწიფო მექანიზმებზე.

სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, მონაწილეებმა იმსჯელეს როგორია მუნიციპალიტეტის როლი გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლაში.