„სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას“- სომხური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნი წერილში განაცხადა. სომხეთის პრეზიდენტმა ღარიბაშვილს საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი მიულოცა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ მეგობრული ურთიერთობები მჭიდრო თანამშრომლობის დახმარებით კიდევ უფრო მყარდება.