დიპლომატიის დღე

საქართველოში დიპლომატიის დღეს აღნიშნავენ.

სხვადასხვა ქვეყანაში აკრედიტებული ქართველი დიპლომატები ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეიკრიბნენ. ელჩების ნაწილი ღონისძიებას ვირტუალურად ადევნებდა თვალს. ქვეყნის მთავარ ამოცანად 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენისთვის მზადება სახელდება, რაშიც პრემიერი დიპლომატების განსაკუთრებულ როლს ხედავს. გამოსვლების დროს განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ოკუპაციის პირობებში საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებაზე და ამ მხრივ დიპლომატიური მისიების განსაკუთრებულ ჩართულობაზე. პრეზიდენტმა კი ქართველ დიპლომატებს სოციალურ ქსელში საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ცნობებზე მყისიერი რეაგირება და უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა და რაოდენობრივად გაზრდილ ქართულ დიასპორებთან აქტიური ურთიერთობა სთხოვა.

ანა ბროლაძე აშუქებდა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.