დიპლომატია - უკრაინის კრიზისის მოგვარების გზა 

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების საფრთხე სულ უფრო იზრდება.

ლუგანსკის ოლქის დასახლებული ტერიტორიები დღეს თავდასხმის სამიზნე გახდა. რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან საარტილერიო ჭურვებით დაიბომბა რამდენიმე შენობა, მათ შორის საბავშვო ბაღი, არიან დაჭრილები. საუბარია იმ დასახლებებზე, სადაც ოფიციალური კიევის იურისდიქცია ვრცელდება. უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღის განმავლობაში 34-ჯერ დაირღვა. დღევანდელ თავდასხმებს პროვოკაციად აცხადებს და უკრაინაში დიპლომატების დარჩენას ითხოვს ქვეყნის პირველი პირი. შექმნილ ვითარებაში კიდევ უფრი მძიმდება პროგნოზები. ამერიკის პრეზიდენტი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას უახლოეს დღეებშიც არ გამორიცხავს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რუსეთის პასუხი ნატოს არ გაფართოების მოთხოვნაზე ვაშინგტონის უართან დაკავშირებით. მოთხოვნების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში კრემლი სამხედრო ზომების მიღებას აანონსებს.