„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, სადაც საუბარია, რომ უმაღლესი განათლების პრიორიტული მიმართულებები შრომის ბაზარს არ შეესაბამება, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
შაშკინის თქმით, 2013 წლიდან მოქმედებს უფასო ფაკულტეტები, რაზეც სახელმწიფოს მხრიდან გამოიყო თანხა. საუბარია 120 მილიონ ლარზე, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და მათ მიერ გამოყოფილი თანხით ათასობით წარმატებული სტუდენტი დაფინანსდა.