დიდთოვლობა შიდა ქართლში

შიდა ქართლში უამინდობაა. შესაძლო პრობლემების თავის არიდების მიზნით, ოთხივე მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა. ტექნიკური მარილი დაიყარა ქალაქების მთავარ ქუჩებზე, ხიდებსა და გზაჯვარედინებზე.
გარდა ამისა, ინტენსიურად მიმდინარეობს მაღალმთიან, გამყოფი ხაზის მიღმა და ზოგადად, რეგიონის სოფლებში მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო.