„დიდი შვიდეულის“ლიდერებმა ვალდებულება აიღეს დაეხმარონ უკრაინას გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში და მონაწილეობა მიიღონ ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენის პროცესში. ეს განცხადებები დიდი შვიდეულის ვიდეოკონფერენციისას გაკეთდა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტიც ესწრებოდა. მიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა უკვე ბევრს მიაღწიეს და მსოფლიო გრძნობს, რომ პუტინმა, შესაძლოა, ომი წააგოს. უკრაინის ლიდერმა „დიდი შვიდეულის” ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ 24 თებერვლს დაწყებული საომარი მოქმედებები და ის საშინელი პროცესები, რომლებიც რუსეთის ინტერვენციას მოჰყვა, უკრაინას მომავალს ვერ წაართმევს.