დიდი ოცეულის ქვეყნები პანდემიასთან გამკლავებაში განვითარებადი ქვეყნების დახმარებაზე შეთანხმდნენ. ამის თაობაზე „როიტერის“ მიერ მოპოვებულ კომუნიკეშია საუბარია.
სამიტზე ქვეყნების ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას,- ყველა, მათ შორის ღარიბი და განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად დიდი ოცეულის ლიდერები სესხების გადასახადების 2021 წლის მეორე ნახევრამდე გადავადების ინიციატივით გამოვიდნენ.
ამასთან, ევროკავშირმა ქვეყნებს კოვიდ-19-ის ვაქცინისა და სამკურნალო პრეპარატების დისტრიბუციაში მეტი რესურსების ჩადებისკენ მოუწოდა.
დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებმა საერთაშორისო დონეზე მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა ერთხმად გამოაცხადეს.