დიდი ოცეულის სამიტი

დიდი ოცეულის ქვეყნები პანდემიასთან გამკლავებაში განვითარებადი ქვეყნების დახმარებაზე შეთანხმდნენ. ამის თაობაზე „როიტერის“ მიერ მოპოვებულ კომუნიკეშია საუბარია.

სამიტზე ქვეყნების ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას,-  ყველა, მათ შორის ღარიბი და განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად დიდი ოცეულის ლიდერები სესხების გადასახადების 2021 წლის მეორე ნახევრამდე გადავადების ინიციატივით გამოვიდნენ.

ამასთან, ევროკავშირმა ქვეყნებს კოვიდ-19-ის ვაქცინისა და სამკურნალო პრეპარატების  დისტრიბუციაში მეტი რესურსების ჩადებისკენ მოუწოდა.

დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებმა საერთაშორისო დონეზე მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა ერთხმად გამოაცხადეს.