პოლიტიკური კრიზისი დიდ ბრიტანეთში.
ბოლო ორ თვეში ქვეყანაში უკვე მეორე პრემიერი გადადგა. დანიშვნიდან 44 დღეში ლიზ ტრასმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის მეთაურმა „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის პოსტიც დატოვა. გადაწყვეტილებას წინ საჯაროდ უძღოდა შეცდომების აღიარება. ფაქტია, რომ პრემიერის მიერ წარდგენილმა ხედვამ და ეკონომიკურმა რეფორმამ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. იგულისხმება მცირე ბიუჯეტის და გადასახადების შემცირების გეგმა. პროტესტის დაძლევა ტრასმა მთავრობაში საკადრო ცვლილებებით სცადა, თუმცა შიდა პოლიტიკური მღელვარების განეიტრალება მაინც ვერ შეძლო.
„კონსერვატიული პარტია“ ახალი ლიდერის და ახალი პრემიერ-მინისტრის შესარჩევად ემზადება.