დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი

ლონდონის ყოფილი მერი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრია.

ჭკვიანი და არაპროგნოზირებადი, – ასე აფასებენ ბორის ჯონსონს დიდ ბრიტანეთში.

მთავრობის ახალი ხელმძღვანელის მთავარი ამოცანა ევროკავშირიდან ბრიტანეთის ახალი შეთანხმებით ან შეთანხმების გარეშე გამოყვანაა.

ბუკინგემის სასახლეში დედოფალთან შეხვედრის შემდეგ, ბორის ჯონსონი ახალი მთავრობის ფორმირებას შეუდგა.