დიდგორობა

1121 წლის 12 აგვისტო – უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში. დიდგორის ბრძოლა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს, ნებისმიერი ქართველისთვის თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლოა. საქართველოში დიდგორობა ყოველ წელს აღინიშნება.

არაერთი ღონისძიება დილიდან გაიმართა დიდგორის მემორიალთან, სადაც მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დღესვე უწყებრივი მედლით, „დიდგორის ჯვარი“ რვა სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.