„დიდგორი 2017“-ის შემაჯამებელი ღონისძიება. სწავლებაში სამთავრობო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ათასზე მეტმა წარმომადგენლმა მიიღო მონაწილეობა.
„დიდგორი 2017“ სამთავრობო უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება იყო, რომელიც სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში 13-დან 18 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.
ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სწავლების მონაწილეებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ სერტიფიკატები გადასცეს.