დიდ დიღომში მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა
თბილისში, დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა პეტრე იბერის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილი ნიგერიის მოქალაქეა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. გარდაცვლილი ბავშვის დედა დაკითხვაზეა გადაყვანილი.