დიასპორული საგრანტო პროგრამა – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ფარგლებში მორიგ კონკურსს აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა. კომისია განსაზღვრავს კონკურსის პრიორიტეტებს და ჩაატარებს მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებებს, ასევე მოხდება შესული განაცხადების და პროექტების განხილვა. პროექტი მიგრაციის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან ერთად 2018 წლიდან ხორციელდება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და დროებით სასწავლებლად არიან წასულები.