დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, წარმატებული დიასპორელები და დიასპორელ მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს“ წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.
ცერემონიაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის განვითარებაში დიასპორის როლსა და დიასპორის წარმომადგენელთა საქმიანობაზე. ღონისძიების მიზანია მეტი მოტივაციის გაჩენა იმ ადამიანებისთვის, ვინც საზღვარგარეთ ქართულ საქმეს ემსახურება. ცერემონიაზე ასევე დაჯილდოვდნენ სამშობლოში დაბრუნებული დიასპორელებიც.