დიაბეტის მქონე მოქალაქეები ორშაბათიდან საჭირო მედიკამენტებს განახევრებულ ფასად შეიძენენ
დიაბეტის მქონე მოქალაქეები ორშაბათიდან საჭირო მედიკამენტებს განახევრებულ ფასად შეიძენენ. ჯანდაცვის სამინისტრო ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას აფართოებს.
შეღავათებით სარგებლობას ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები შეძლებენ. სპეციალურ პრეპარატებზე, რომლებსაც მოსახლეობა ახლა უფრო იაფად შეიძენს, მოქალაქეები წელიწადში 10 მილიონს ხარჯავდნენ. უკვე სექტემბრიდან კი ჯანდაცვის სამინისტრო პენსიონერებისთვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სუბსიდირებას გეგმავს.