დიაბეტის მედიკამენტებზე შემცირებული ფასი

მეორადი დიაბეტის მქონე პაციენტებს სამკურნალო მედიკამენტების განახევრებულ ფასად შეძენა შეუძლიათ.

ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს და კერძო კომპანიების ერთობლივი პროექტი, რომელიც ყველა კატეგორიის მოქალაქეზე თანაბრად ვრცელდება.

სექტემბრიდან ე.წ. უფასო წამლების პროგრამის კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება. ამ ეტაპზე სერგეენკოს უწყება ყველაზე მოთხოვნადი და ძვირადღირებული წამლების დასადგენად კვლევას ატარებს.