#დღისკოდი კულტურა და ხელოვნება
- „თავისუფალი“ – პრემია დამოუკიდებელი სათეატრო სივრცეებისა და არტისტებისთვის – სტუმრები: გვანცა გულიაშვილი – პრემიის დამფუძნებელი / თეა კახიანი – თეატრმცოდნე, პრემია „თავისუფალის“ დამფუძნებელი
- „ფოლია“ – ცეკვა ცოცხალი მუსიკის თანხლებით. 4-წლიანი პაუზის შემდეგ განახლებული „საქართველოს სიმფონიეტასა“ და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის ერთობლივი პროექტი ელენე ჩიტალაძის სიუჟეტში
- „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ – ყოველწლიურ ტრადიციად ქცეული საერთაშორისო ფესტივალი იწყება – სტუმარი: ნატა მეცხოვრიშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი და კონსერვატორიის დიდი დარბაზის დირექტორის მოადგილე
- „გაქცევა“ – ასე ქვია რეჟისორ სალომე კინწურაშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელმაც არაერთი საერთაშორისო პრიზი და აღიარება მოიპოვა. სამშობლოში ფილმი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენეს, რეჟისორის ფილმმა ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა – უფრო ვრცლად ფილმზე, რეჟისორის ჩანაფიქრსა და დეტალებზე ანო ფრანგიშვილი მოგვიყვება
დღის კოდი