დღეს ყურბან-ბაირამობაა. დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში მცხოვრებ მუსლიმებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მიულოცა. ალექსანდრე მოწერელია შავღელეში მდებარე მეჩეთში ყურბან-ბაირამის სადღესასწაულო ლოცვას დაესწრო.
ყურბან-ბაირამი მუსლიმთა ერთ-ერთი უმთავრესი რელიგიური დღესასწაულია და წინასწარმეტყველი აბრაჰიმის მსხვერპლშეწირვის მოხსენებას ეძღვნება.
დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.