დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო პირველ ვიცე-პრეზიდენტს აირჩევს, რომელიც რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. ახალ თანამდებობას „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ძალაში პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ შევიდა. გარდამავალ პერიოდში, ვიდრე ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს საბჭოში ყოფნის ვადა არ ამოეწურება, ეროვნულ ბანკს ოთხი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება. ამჟამად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს.