დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მენაშენეებისგან 400 ბინის შესყიდვა მოხდება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბინების შესასყიდად კონკურსი დღეს დაიწყო და 16 ნოემბერს დასრულდება.
შესყიდული ბინების ჩაბარების მაქსიმალურ ვადად 2019 წლის პირველი დეკემბერია განსაზღვრული. ამ ეტაპზე სამინისტრო საცხოვრებელ ფართებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში შეისყიდის.
პრიორიტეტი თბილისს მიენიჭება.
საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესს სპეციალური კომისია განსაზღვრავს, რომელიც დავით სერგეენკოს ბრძანების საფუძველზე შეიქმნა.