დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა

720 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ქუთაისში დასასრულს უახლოვდება. ნიკეას ქუჩაზე, სამი თორმეტსართულიანი კორპუსი აშენდა, რომლის ბიუჯეტი 77 მილიონ ლარს აჭარბებს. სრულად გარემონტებული ბინები იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს უახლოეს პერიოდში გადაეცემა. ახლა ტერიტორიაზე აქტიურ ფაზაშია გარე ინფრასტრუქტურის სამუშაოები. საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე მოეწყობა. სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულეს.