დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

საქართველოს იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს, რომლებიც ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, ჯანდაცვის მინისტრი შეხვდება.

დევნილებმა დღეს სამინისტროს შენობასთან აქცია გამართეს. საუბარია პირებზე, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ საცხოვრებელ კომპლექს „დირსიში“ ბინები დაიკავეს.

დევნილები მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ.