ათობით საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გერმანელი ვარსკვლავი დევიდ გერეტი მალე ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება.
13 სექტემბერს თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შემსრულებელს, სპორტის სასახლის სცენა უმასპინძლებს.
მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მევიოლინემ თბილისიც მონიშნა და შემოქმედების 10 წლის იუბილეს თაყვანისმცემლებთან ერთად აღნიშნავს.