დესტაბილიზაციის საფრთხე - პოლიტიკური შეფასებები

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხელისუფლება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე ალაპარაკდა.

განცხადებების ადრესატი ყოფილი მმართველი პარტიაა. შინაგან საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს, რომ მის უწყებას სუს-თან ერთად პროვოკაციის ყველა გეგმა გამოვლენილი აქვს. მათ შორის ფარული მიყურადების შედეგად.

მმართველი გუნდის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ფარული ჩანაწერებიც შესაძლოა, სწორედ დესტაბილიზაციის გეგმის ნაწილი იყოს. გაცილებით მკვეთრი იყო შეფასებების დროს დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ციხეში მისი და მირზა სუბელიანის საუბრის ფარულად ჩაწერას სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებს. „ქართული ოცნების“ ბრალდებებს კონტრბრალდებებით პასუხობენ ოპოზიციიდან.

თამუნა წიკლაური არკვევდა, არის თუ არა ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე.