ოპოზიციის გეგმები

რა გეგმა აქვს ოპოზიციას წინასაარჩევნოდ და რა კონფიგურაციით მოხდება გადალაგება – მოხერხდება თუ არა შეჯერება ერთიან სიაზე. ოპოზიციის ნაწილი საერთო სტრატეგიული გეგმის აუცილებლობაზე საუბრობს, მეორესთვის კი მიუღებელია კონკრეტულ პარტიებთან გაერთიანება. მაგალითად, პარტია „გირჩი“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საერთო სიის შექმნის იდეას არ იზიარებს. „ლელო“ კი ერთობლივ სიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ განიხილავს. მმართველი გუნდი კი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვერანაირი კონფიგურაციით, ოპოზიცია წარმატებას ვერ მიაღწევს.