ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე დეზინფორმაციული კამპანიისგან თავი შეიკავონ. თეონა აქუბარდია და ლანა გალდავა აცხადებენ, რომ მსგავს გამოსვლებს რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის დაშინებისთვის და ე.წ. უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისთვის იყენებს.