საქართველო დეოლიგარქიზაციის საკითხზე ვენეციის კომისიის მხრიდან უკრაინის კანონპროექტის შეფასებას ელოდება, რადგან უმრავლესობის განმარტებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტი უკრაინული საკანონმდებლო დოკუმენტის ანალოგია. „ქართულ ოცნებაში“ თემაზე საქართველოში ამერიკის ელჩის განცხადებასაც ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ კელი დეგნანის ეს განცხადება დამაბნეველია. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპონენტები მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ პროექტს აკრიტიკებენ და დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნას ითხოვენ.