ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ქალაქის მერიამ „პიერ-ბათუმისა“ და სხვა უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დაიწყო. ბულვარში სანაპიროს ეს ტერიტორია 2010 წელს თურქულ კომპანიას „ბატტუნს“ გრძელვადიანი იჯარით გადაეცა.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ ბულვარის ტერიტორიაზე უკანონოდ განხორციელდა შენობა-ნაგებობის განთავსება. დემონტაჟთან დაკავშირებით, სამართლებრივი დავა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესმა ხმაურის გარეშე ჩაიარა. მესაკუთრეებმა შენობების საკუთარი ძალებით დასაშლელად დრო მოითხოვეს და მერიამ ეს თხოვნა დაუკმაყოფილა.