დემონსტრაციები ჰონგ-კონგში

ჰონგ-კონგში სამთავრობო კანონპროექტი მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. ათასობით დემონსტრანტმა კანონპროექტის განხილვის შეფერხება სახელმწიფო უწყებების ბლოკირებით სცადა.

სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

პროტესტის მიზეზია, ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რაც ჩინეთში ექსტრადაციას შესაძლებელს ხდის. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ახალი კანონი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ იქნება გამოყენებული.