2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, დემოკრატიის უკუსვლა, მედიის შესუსტება და რეჟიმების გაძლიერება, ამერიკაში მხოლოდ სხვა ქვეყნებზე საუბრისას განიხილებოდა. თუმცა, არჩევნებში რუსეთის ჩარევის და პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ კი, ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ეს პრობლემები ამერიკისთვისაც დამახასიათებელი გახდა.
დემოკრატიის საფრთხეებზე ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში იმსჯელეს. უფრო ვრცლად „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ნანა საჯაია მოგვიყვება.