საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. პრემიერის დავალებით, უმოკლეს ვადაში მომზადდება კონკრეტული პაკეტი დემოგრაფიული ტენდენციების გასაუმჯობესებლად. დისკუსიის ფარგლებში, განიხილება საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. იმსჯელეს ჯანდაცვის, სოციალური სფეროს, დასაქმების ხელშეწყობის, განსახლებისა და მიგრაციის მიმართულებებით არსებულ ინიციატივებზე.