დელისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი და ბინის ერთი ოთახი დაიწვა

თბილისში, დელისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი და ბინის ერთი ოთახი დაიწვა. ადგილობრივების თქმით, მათ საცხოვრებელ სახლთან კვამლი შენიშნეს და სახანძრო სამსახური გამოიძახეს. ხანძრისას არავინ დაშავებულა. დამწვარია 200 კვადრატული მეტრის ფართობი.

ხანძარი გაჩნდა ნუცუბიძის მეორე პლატოზეც. შემთხვევის შედეგად ასაკოვანი მამაკაცი დაშავდა. დაშავებულის გამოყვანა მაშველებმა დროულად შეძლეს, 88 წლის მამაკაცი, რომელიც მარტო ცხოვრობდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხანძრის შედეგად 25 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.