რა ინფორმაცია მიაწოდა მეუფე გრიგოლს დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, – ამის შესახებ მამალაძემ მის ადვოკატთან ისაუბრა. გიორგი ფანცულაია მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დეკანოზის საქმით უკვე სინოდიც დაინტერესდეს და უახლოეს სხდომაზე ამის შესახებ მსჯელობა შედეგს. ფანცულაიას ინფორმაციით, მეუფე გრიგოლის გარდა, დეკანოზი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში სხვა მღვდელმთავრებმაც მოინახულეს, რის შედეგადაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს „ციანიდის საქმეზე“ უკვე დეტალური ინფორმაცია გააჩნიათ.