დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადება

ხაშურის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფაქტს ეროვნულ ტრაგედიას უწოდებს და მიზეზად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ასახელებს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სხვადასხვა ჯგუფების მიერ, საზოგადოებაში დათესილ ღვარძლს შედეგები ყოველთვის მოაქვს და ეს შედეგები მძიმეა. „საჭიროა, რომ ეს ტრაგედიები თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც საკუთარი ოჯახის ტრაგედია, ისე მივიღოთ. თითქოს ჩვენს ოჯახის წევრს მიაყენეს ენით გამოუთქმელი ტკივილი და გავიაზროთ ერთი რამ: თუ საზოგადოებაში ვთესავთ ღვარძლს, მისი ნაყოფი აუცილებლად ჩვენამდეც მოაღწევს და სამწუხაროდ ყველაზე მძიმე შედეგებით.” -აღნიშნულია დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარში.