დედაქალაქში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. წურწუმიას ქუჩაზე თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა. კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის მოსაწესრიგებლად სამუშაოებს მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან ახორციელებს. პროექტი ირბახის, წურწუმიას, ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
დაგეგმილია ტროტუარების, გზის ახალი საფარის და სანიაღვრე ქსელების მოწესრიგება.