„დედამიწის საათი 2018“- გლობალური აქციას, საქართველო წელს მეათედ შეუერთდა
ყოველწლიური გლობალური აქციის – „დედამიწის საათი 2018“ ფარგლებში მსოფლიოს ქვეყნებში ერთი საათის განმავლობაში ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების ელექტრო-განათება გამოირთო. აქციას შეუერთდა ლონდონი. ერთი საათით ჩაქრა პარიზში ეიფელის კოშკიც. დროებით გამორთეს საბერძნეთში აკროპოლისის განათებაც. სინათლის ერთი საათით გამორთვის სიმბოლური ღონისძიება პირველად 2007 წელს, სიდნეიში ჩატარდა.
დედამიწის საათის დღეს, საქართველო წელს მეათედ შეუერთდა. მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციის ფარგლებში, მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავალის მხარდაჭერას გამოხატავს. აქციას შეუერთდა საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საჯარო რეესტრი… სოლიდარობა გამოხატეს კერძო ორგანიზაციებმაც.